Sunday, February 23, 2014

მეცხრე დღე

მეცხრე დრეს მოვისმინეთ ტრინინგის მონაწილეთა პრეზენტაციები;

მედეა გოცაძე-მომეწონა თემატური აგებულება, შინაარსი და გრაფიკა. სწორად,  ნათლად აქვს წარმოდგენილი სტრატეგიები, მიზნები და ამოცანები. თემა იმდენად ვრცელია, შესაძლებელია ამოცანების უფრო ფართოდ გაწერაც.

ანა კუპრავა- ძალიან საინტერესო პროექტია, რეპრესიების თემა მეტად აქტუალურია, პრაქტიკასტან კავშირი, როლური თამაშები, ჯგუფში დავალებების სწორი გადანაწილება, მოსწავლეთა აქტიურობა.

ნათია ბურნაძე-,,აწმყო შობილი წარსულისაგან" მომეწონა პროექტის ამოცანები და სტრატეგიები, პროექტში უამრავი ისტორიული მასალაა გამოსაკვლევი და მოსაძიებელი, რაც მტავარ კითხვაზე, თუ როგორ გავუღვივოთ ისტორიული წარსულისადმი ინტერესი მოსწავლეებს.

მაგდა მდივანი- ქართული ტრადიციები და ახალი წლის შეხვედრა საქართველოში, აქ მომწონს კავშირი თანამედროვეობასთან, მოსწავლეთა აქტიურობა და პრეზენტაციის ადგილი, მიზანი და პროცედურების ტანხვედრა.

ნატო სკამკოჩაიშვილი- მტავარი კითხვა საინტერესოა ,, ეხმარებათ თუ არა ადამიანებს ლიტერატურული ნაწარმოებები თავიანთი ნაკლოვანების შეცნობაში?" თემა ხელს უწყობს მოსწავლეს აიმაღლოს თვითშეგნება, რათა ჩამოყალიბდეს სრულყოფილ მოქალაქედ, რაც პირდაპირ კავშირშია ეროვნულ მიზნებთან. პროექტში მომეწონა დაგეგმილი აქტივობები.

ნინო   რა მნიშვნელობა აქვს მოგზაურობას ადამიანისათვის, როგორ ცვლის მის შინაგან სამყაროს.კარგად აქვს შეფასების დროის ჩარჩო გაკეთებული. მრავალფეროვანი აქტივობები. როლური თამაში მომეწონა ძალიან. კარგი იქნებოდა კოლუმბის ან რომელიმე მნიშვნელოვანი მოგზაურის ცხოვრების გაცნობა.

ხათუნა ანდღულაძე-თანამედროვე პოეზიის ზეგავლენა თინეიჯერთა ცხოვრებაზე, საინტერესო თემაა, მომეწონა ახლებური გააზრება პრობლემების და ლექსად წარმოთქმა.

Saturday, February 22, 2014

დღე მერვე

მერვე დრეს გავიარეთ საკუთარი პორტფოლიოები, გავარკვიეთ რამდენად სრულყოფილად გვქონდა შესრულებული ყველა დავალება, შევიტანეთ შესწორებები;

შემდეგ ვისწავლეთ კითხვარის შევსება პროექტისათვის, შევქმენით გუგლ ფორმები, ეს კითხვარი ავტვირთეთ ბლოგზე, ასევე ვისწავლეთ ლინკის შენახვა და ჩასმა ბლოგზე;

ტრენინგის ბოლოს პორტფოლიო ავტვირთეთ დრაივ დისკზე, გავაზიარეთ  და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე;

ასევე ვისწავლეთ ბლოგზე ახალი  ფურცლის დამატება.

Sunday, February 16, 2014

მეშვიდე დღე


  • მეშვიდე დღეს გავაზიარეთ ერთმანეთის შეფასება და დავუწერეთ კომენტარები;
  • განვიხილეთ ჩემი პროცედურები ( პროცედურებს ვამყარებთ პორტფოლიოს რუბრიკით);
  • ვნახეთ და გავარჩიეთ ,, გარდნერის პრეზენტაცია-ფორმა თვითშეფასებისათვის";
  • ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე, განვიხილეთ აქტივობა2 (თვითრეგულირების უნარის განვითარება მოსწავლეებში);
  • შევქმენით მოსწავლის თვითშეფასების რეფლექსია;
  •  სწავლების დახმარების მიზნით ვქმნით ხარაჩოს, რათა მოსწავლეს გაუადვილდეს გარკვეული პრობლემების გადაჭრა ; 
  • მოძიებულ და შექმნილ დოკუმენტებს ვიგზავნით საკუთარ მეილზე.

Sunday, February 9, 2014

მეექვსე დღე

ტრენინგის დასაწყისში ერთმანეთის პრეზენტაციებს დავუწერეთ კომენტარები, მივეცით ერთმანეთს კორექტული სასარგებლო რჩევები;
გავეცანით მეხუთე მოდულს;
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები, შეფასების გეგმები, შეფასების დაგეგმვის ცხრილი;
ვისაუბრეთ შეფასების დაგეგმვაზე;
შევადგინეთ პრეზენტაციის შეფასების სქემა; ახალი მასალები გავაგზავნეთ საკუთარ მეილზე.

Saturday, February 8, 2014

მეხუთე დღე

 მეხუთე დღეს ვისწავლეთ დრაივ დისკზე მუშაობა, ერთმანეთის მასალები გავაზიარეთ, პრეზენტაცია , რომელიც ავტვირთეთ დრაივზე გადავიყვანეთ სამუშაო პროცესში და ავტვირთეთ ბლოგზე;
 გავეცანით საავტორო უფლებებს, დავათვალიერეთ პრეზენტაცია ,, საავტორო უფლებების გაცნობიერება"; ვისწავლეთ საძიებო სისტემების არჩევა და ჩანიშვნა;
 ვიმუშავეთ ბიბლიოგრაფიულ საკითხებზე, თუ როგორ უნდა ჩავინიშნოთ არჩეული ფოტოს მისამართი, შევქმენით მოსწავლის ნიმუში; ასევე ვისწავლეთ საძიებო სისტემაში ფოტოთი მსგავსი ფაილების ძიება.